Forza Horizon-ის სერია 2012 წლიდან მოყოლებული ცნობილია თავისი ავთენტურობით. თუმცა, Playground Games-ისთვის იაპონია ყველაზე რთულ გამოწვევად იქცა. დიზაინის დირექტორ ტორბენ ელერტის თქმით, ქვეყანა დიდი ხანია მათ სამიზნეში იყო, მაგრამ გუნდი თავს მზად არ გრძნობდა.
სტერეოტიპების დაძლევა
მოთამაშეებს იაპონიის შესახებ უკვე ჩამოყალიბებული წარმოდგენები აქვთ, რაც ხშირად ანიმეს, მანგას ან კინოს გავლენითაა შექმნილი. არტ-დირექტორ დონ არცეტას განცხადებით, მიზანი იყო ამ „სტილიზებული“ იაპონიის მიღმა გასვლა და რეალური გარემოს ასახვა.
ამისთვის სტუდიამ კულტურული კონსულტანტი კიოკო იამაშიტა დაიქირავა, რომელიც გუნდს სამი წლის განმავლობაში ეხმარებოდა. ისინი მუშაობდნენ ისეთ დეტალებზე, როგორიცაა მაღაზიების აბრების ფერები და მათი სიმბოლიკა.
ტექნოლოგიური მიდგომა
წინა პროექტებისგან განსხვავებით, სადაც მხოლოდ Go-Pro კამერებს იყენებდნენ, ამჯერად 360-გრადუსიანი კამერები ჩაუშვეს საქმეში. ამან გუნდს საშუალება მისცა, გარემო 2D და 3D ფორმატში სრულად აღებეჭდათ, რაც ვირტუალური რუკის მასშტაბებსა და განზომილებებს უკიდურესად რეალისტურს ხდის.
- რუკა მოიცავს ტოკიოს ცენტრალურ უბნებს, როგორიცაა შიბუია და აკიჰაბარა.
- დრიფტის კულტურისთვის დამატებულია საკულტო გზები, მათ შორის მთა ჰარუნა.
- თამაშში ინტეგრირებულია იაპონური საავტომობილო კულტურის ისეთი სიმბოლოები, როგორიცაა Nissan Skyline და Mazda RX-7.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს თამაშში საკუთარი ქალაქი ეცნოთ. როდესაც იაპონელმა სტრიმერმა ტოკიოს რკინიგზის სადგური ნახა და დაადასტურა, რომ ის ზუსტად ისეთია, როგორიც რეალობაში, მივხვდით, რომ სწორი მიმართულებით ვიარეთ“, — ამბობს ელერტი.
თამაში 19 მაისს გამოდის და ის სერიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ პროექტად ითვლება.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.