თანამედროვე ტექნოლოგიები სამზარეულოში ახალ ეტაპზე გადადის. დღეს უკვე არსებობს მოწყობილობები, რომლებიც არა მხოლოდ გვეხმარებიან, არამედ საკუთარ თავზე იღებენ კერძის მომზადების რუტინულ პროცესებს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც გემრიელი კერძების მომზადება სურს, თუმცა სამსახურის შემდეგ ამისთვის ენერგია არ ჰყოფნის.

Nosh Chef Robot: თქვენი პირადი შეფ-მზარეული

Nosh Chef Robot არის AI-ზე მომუშავე რობოტი, რომელიც კერძის მომზადების პროცესს თითქმის სრულად ავტომატიზებს. თქვენ უბრალოდ უნდა ჩააწყოთ ინგრედიენტები სპეციალურ კონტეინერებში, დანარჩენს კი რობოტი აკეთებს.

მოწყობილობა ჭრის, ურევს და თერმულად ამუშავებს პროდუქტებს. NoshOS სისტემის წყალობით, რობოტი აკონტროლებს ტენიანობასა და ტემპერატურას, რათა შედეგი იდეალური იყოს. ის 500-ზე მეტი კერძის რეცეპტს ფლობს.

StirMate: მეტი არაფერია საჭირო, გარდა ავტომატური მრიევისა

ზოგჯერ სამზარეულოში ყველაზე დამღლელი პროცესი მუდმივი მორევაა. StirMate-ის მესამე თაობის მოდელი ამ პრობლემას მარტივად წყვეტს. ის ავტომატურად ურევს სუპს, სოუსს ან შვრიის ფაფას, სანამ თქვენ სხვა საქმეებით ხართ დაკავებული.

მოწყობილობა დატენვის გარეშე 10 საათამდე მუშაობს. ეს არა მხოლოდ დროის დამზოგი, არამედ მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალებაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ხელის არეში ქრონიკული ტკივილები ან შეზღუდული შესაძლებლობები აწუხებთ.

KitchenArm: ჭკვიანი საცხობი

პურის ცხობა სახლში აღარ ნიშნავს საათობით ცომის ზელვას. KitchenArm-ის ჭკვიანი პურის საცხობი 29 ავტომატური პროგრამით არის აღჭურვილი. ის თავად ზელს ცომს, აყოვნებს და აცხობს. თქვენ მხოლოდ ინგრედიენტები უნდა მოათავსოთ.

De’Longhi Rivelia: ყავის აპარატი, რომელიც გიცნობთ

De’Longhi Rivelia გამოირჩევა პერსონალიზაციის ფუნქციით. აპარატს შეუძლია ოთხი სხვადასხვა მომხმარებლის პროფილის დამახსოვრება. ის სწავლობს თქვენს გემოვნებას, ყავის სასურველ სიძლიერეს და გირჩევთ სასმელს დღის მონაკვეთის მიხედვით.

Nama M1: ნატურალური რძე სახლის პირობებში

თხილის ან შვრიის რძის მომზადება სახლში ხშირად დამღლელი პროცესია. Nama M1-ის ტექნოლოგია ცენტრიფუგური ძალის გამოყენებით ამ პროცესს რამდენიმე წუთამდე ამცირებს. შედეგად ვიღებთ ხარისხიან პროდუქტს დამატებითი ძალისხმევის გარეშე.

KitchenArt: სანელებლების ორგანიზატორი

ეს გაჯეტი ყველაზე მარტივია, თუმცა ყველაზე პრაქტიკული. KitchenArt-ის კარუსელი 12 სხვადასხვა სანელებელს ინახავს და ზუსტად 1/4 ჩაის კოვზის ოდენობით აზომებს მათ. ეს გიცავთ შემთხვევითი შეცდომებისგან, როდესაც კერძში საჭიროზე მეტს ვყრით.